მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

2021 წლის 21 აპრილს 12:00 სთ-ზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. წილკნის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში დაგეგმილია შპს „კერამიკა ართანას“ კერამიკული ფილებისა და კერამიკული ნაკეთობების საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია თანადართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკი https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31651).

 დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 7 მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018