30 ოქტომბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელ მოსწავლეთა და სტუდენტთა გაერთიანებამ“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელები გიგა გლუნჩაძე და ამირან მეგრელიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეებს შეხვდნენ და ახალი პროექტების შესახებ ისაუბრეს, როგორიცაა: „განავითარე შენი რეგიონი“; „ლიდერთა ზამთრის სკოლა“; „სტაჟირების პროგრამა პარლამენტში“; „საზაფხულო ქალაქი“ „გაიცანი საქართველო“ მომდევნო შეხვედრა 3 დეკემბერს გაიმართება და სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ იმსჯელებენ.