მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ მცხეთაში ტროტუარების, ბორდიურების და გამწვანების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ფოსტიდან მირიანის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთს მოიცავს. 

პროექტი ითვალისწინებს არსებული ამორტიზირებული ბორდიურების დემონტაჟს, ასფალტის საფარის გაჭრას, მის აღდგენას, ბაზალტის ბორდიურების მოწყობას, კედლების მოპირკეთებას,  ცალკეული მდგომი ხეების გარშემო ბორდიურების მოწყობას და ხეებისა და ბუჩქების დარგვას. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ნოდო“ ასრულებს. სარეაბილიტაციო პროცესს კი ზედამხედველობას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უწევს.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

ფოტოები ვრცლად


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018