მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


"ქალი, ოჯახი, საზოგადოება"

ქალთა კვირეულის ფარგლებში ა(ა)იპ ძდექ მცხეთა–მთიანეთის კომიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და „ქალთა ფონდი–საქართველოში“ ფინანსური უზრუნველყოფით პროექტის „ ქალი , ოჯახი, საზოგადოება“ დასკვნითი ნაწილის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, საკრებულოს დეპუტატი ჯონდო მუზაშვილი, გენდერული საბჭოს წევრები, მერიის თანამშრომლები და ასევე მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.პროექტი ითვალისწინებდა ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის მიზნით, გენდერული თანასწორობის საბჭოს გაძლიერებას, საზოგადოების, ქალების, ახალგაზრდების ინფორმირებას, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის ამაღლებას აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის, ასევე ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად ხელსაყრელი გარემოს შექმნა გენდერული თანასწორობისთვის.პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, ადგილობრივი გენდერული საბჭოს წევრები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. პროექტის ფარგლებში გაიმართა არაერთი აქტივობა, გამოიცა ბუკლეტი „მსხვერპლი არღვევს დუმილს“ შედგა საინფორმაციო შეხვედრები, რომელსაც უძღვებოდა სპეციალური ექსპერტი გენდერულ საკითხებში „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“–ს დირექტორი ელენე რუსეცკაია.
პროექტის ფარგლებში ასევე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით ძდექ მცხეთა–მთიანეთის კომიტეტის ორგანიზებით და „ქალთა ფონდი–საქართველოში“ ფინანსური უზრუნველყოფით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხეთისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა და გენდერული საბჭოს წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის მიზნით, გენდერული თანასწორობის საბჭოს გაძლიერებას და საზოგადოების, ქალების, ახალგაზრდების ინფორმირებას.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოწვეულ სტუმრებს შორის გაიმართა დისკუსია, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ მადლობა გადაუხადა ა(ა)იპ ძდექ მცხეთა–მთიანეთის კომიტეტის დირქტორს თამარ მაისურაძეს და გამოთქვა მზაობა შემდგომი თანამშრომლობისათვის.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018