მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სვეტიცხოვლის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ინიციატივით, მცხეთაში, სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ , მცხეთა- მთიანეთის მხარის რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მცხეთის , დუშეთის , თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ დარგვის აქციაში მონაწილეობა მიიღეს. 

აქციის მონაწილეებმა სამონასტრო კომპლექსის ეზოში 700-მდე 30 სახეობის დეკორატიული მცენარე დარგეს. 

გამწვანების აქცია კომპანიის „საქართველოს ნერგები“ მხარდაჭერით გაიმართა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018