სამთავროს დედათა მონასტერთან ავტოსადგომისა და საფეხმავლო ბილიკების განათების მოწყობა მიმდინარეობს.
მოხდა დაზიანებული ასფალტის მოხსნა და სამშენებლო ნარჩენების გატანა. ამჟამად, მიმდინარეობს საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი მასალით.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მთავარი ქუჩიდან ახალი გზის მოწყობა, ბეტონის ბორდიულები ბეტონის საფუძველზე, ავტოსადგომისა და დიოდური ნათურების მოწყობა მთელს სამუშაო პერიმეტრზე, არსებული საკანალიზაციო ჭების მოყვანა გზის საპროექტო ნიშნულამდე, საგზაო ნიშნებისა და ზღუდარის მონტაჟი, ლითონის დგარების მომზადება განათების ფარნებისთვის და ლითონის განათების დგარებზე დეკორატიული ჯაჭვის დამონტაჟება.
სამშენებლო სამუშაოებს, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,სუხო“ ახორციელებს სახელშეკრულებო თანხით, რომელიც 181 387 ლარს შერადგენს.