მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


9 აპრილი

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გელა ბაქრაძესთან ერთად, სოფელ ძალისში,1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნას  პატივი  მიაგეს და გარდაცვლილთა სახელობის  მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს. 

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, დღევანდელი დღე მოკრძალებულად, დაწესებული რეკომენდაციების სრული  დაცვით აღინიშნა. 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. 

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018