მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სასკოლო სპორტული ოლიმპიადა-2019

მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში მიმდინარე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი დასასრულს უახლოვდება. ასპარეზობები, რომლებიც უკვე დასრულებულია 8 სპორტულ სახეობაში მიმდინარეობდა. დარჩა მხოლოდ ფეხბურთი, სადაც გამარჯვებული ერთ კვირაში გამოვლინდება. კალათბურთში 3x3 (გოგონები, ვაჟები) მონაწილე რვა გუნდიდან ფინალში ერთმანეთს მისაქციელისა და ძალისის საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ, სადც გამარჯვება მისაქციელის საჯარო სკოლამ მოიპოვა. ბანდმინტონში გამარჯვებული მცხეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ, ხოლო ვაჟებში პირველობა წეროვნის პირველი საჯარო სკოლის ვაჟებმა არავის დაუთმეს. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ასევე, მაგიდის ჩოგბურთშიც. გოგონებში პირველობა მოიპოვეს ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ხოლო ვაჟებში პირველი ადგილის მფლობელები მცხეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ. პირველობა ჩატარდა კიდევ ერთ სპორტულ სახეობაში - ფრენბურთი, სადაც პირველები საგურამოს სკოლის ვაჟები, ხოლო გოგონებში ძეგვის საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონები გახდნენ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებას უსურვებს მათ რეგიონალურ ეტაპზე. შეგახსენებთ, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური აქტიურად მონაწილეობს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2019 -ის მუნიციპალურ ტურში, რომელიც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ხორციელდება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018