მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთელი ნიჩბოსნების წარმატებები

18 აპრილს, ფოთში დამთავრდა საქართველოს თასის პირველი ეტაპის გათამაშება ბაიდარებითა და კანოეთი ნიჩბოსნობაში, სადაც მონაწილეობა მიიღო გიორგი კაპანაძის სახელობის მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემიის ნაკრებმა გუნდმა. მცხეთელმა ნიჩბოსნებმა, როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტი საპრიზო მედალი მოიპოვეს. 32 საპრიზო ადგილიდან 11 ოქრო, 12 ვერცხლი და 10 ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს და გულშემატკივართა იმედი გაამართლეს.

აღნიშნულ შეჯიბრებაში განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ნიკოლოზ ოდიშელიძის, თორნიკე ბერიძის, მათე ჯაფარიძის, სერგო და ნიკოლოზ ბერიკაშვილების, მთლიანად გოგონათა გუნდის გამოსვლა. 

ყველა გაცურვაში აკადემიის 2 ან 3 ეკიპაჟი იღებდა მონაწილეობას და წარმატებებს აღწევდა. წარმატებები დიდად იყო დამოკიდებული მწვრთნელების შრომაზე, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში გადამწყვეტი სტარტებისათვის მოამზადეს სპორტსმენები.

სასწავლო - საწვრთნელი მეცადინეობების სწორად და ხარისხიანად ჩატარებამ, რომლის ყველა პირობა ჰქონდათ მათ ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით, განაპირობა ნიჩბოსნების გამარჯვებები. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მცხეთელ ნიჩბოსნებს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს შემდგომ ასპარეზობებში.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018