სოფელ მისაქციელში სპორტული დარბაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. დასრულებულია შიდა სამშენებლო სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა ბეტონის ფილებით. ამჟამად, ეზოს შემოღობვის სამუშაოები მიმდინარეობს. მოეწყო საქვაბე და შიდა პერიმეტრზე გათბობის სისტემა მონტაჟდება. დაიდგმება სკამები მაყურებლისთვის და ახალი ინვენტარით აღიჭურვება. სპორტდარბაზი, რომელიც 60 აღსაზრდელზეა გათვლილი, ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრებებსაც უმასპინძლებს.
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,მეტალ +“ ასრულებს. მისი სახელშეკრულებო თანხა 689 877 ლარია. ფოტოები ვრცლად