მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


,,ილიაობა“ საგურამოში

8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 181 წელი შესრულდა. საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შეკრებილებმა ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ცხოვრების გზა და შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ილიას დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საგურამოში ქართველ პოეტებთან, მწერლებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი შალვა კერესელიძე, გუბერნატორის მოადგილე მანანა ნარიმანიძე, მერიის თანამშრომლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. საზეიმო ღნისძიებაზე გაიცა პრემია ,,საგურამო“ და ილიას მედალი ქვეყნის წინაშე უდიდესი და უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის. პოეზიაში წელს პრემია „საგურამო“ შოთა ზოიძეს მიენიჭა, პროზაში ზაურ კალანდია დაჯილდოვდა, თარგმანისათვის გადაეცა რაულ ჩილაჩავას, კრიტიკაში სოსო სიგუას. თამაზ ჯოლოგუა დასაჩუქრდა ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგში, საბავშვო ლიტერატურისათვის კი ედუარდ უგულავა. მედალი განსაკუთრებული ღვაწლისათვის რამაზ პატარიძემ მიიღო. ათწლეულზე მეტია, რაც აღნიშნული პრემია დაწესდა და ის ადამიანს სიცოცხლეში ერთხელ გადაეცემა. პრემია და ილიას მედალი ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმისა და "ილიას ფონდის" თაოსნობით 16 წლის წინ, 8 ნოემბერს დაარსდა და მისი მფლობელები ქვეყნის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მოღვაწეები ხდებიან. ილიას სახლ-მუზეუმმა ასევე, უმასპინძლა აჭარის მწერალთა სახლს და ჟურნალ "ჭოროხის" 60 წლის საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. მუზეუმის ეზოში საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრ „იალონის“ ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018