24 აპრილს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, ახალგაზრდა პოეტის, ილია ელიზბარაშვილის პირველი პოეტური კრებულის, "ნაბიჯები", წარდგენა გაიმართა.
ილია ელიზბარაშვილი ქალაქ მცხეთის "წმინდა ქალაქის პოეტების" წარმომადგენელია. თენგო ხუციშვილთან და ნიკოლოზ ჭიკაიძესთან ერთად მას უკვე გამოცემული აქვს პოეტური კრებული "გზა ტაძრისაკენ". კრებული "ნაბიჯები" მისი პირველი დამოუკიდებელი გამოცემაა. შ.პ.ს. "მცხეთის სოფწყალი" დირექტორმა ირაკლი ჩხაიძემ ახალგაზრდა პოეტი სიგელით დააჯილდოვა. ფოტოები ვრცლად