მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთელი ძიუდოისტების წარმატება

28 აპრილს, თბილისში გაიმართა ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი 2004-2006 წელს დაბადებულ გოგონათა შორის, სადაც წარმატებებს მიაღწიეს მცხეთელმა სპორტსმენებმა.პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონი გახდა ელენე წიკლაური 52კგ წონით კატეგორიაში (ზაქარო). მეორე ადგილის მფლობელი 57კგ წონით კატეგორიაში ნინო წიკლაურია (წინამძღვრიანთკარი).გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ ჯერ ევროპის თასებზე, ხოლო აგვისტოს თვეში ევროპის ჩემპიონატზე კადეტებს შორის.
საქართველოს ჩემპონატზე წარმატებებს მიაღწიეს ზაქაროელმა 2001-2003 წელს დაბადებულმა ძიუდოისტმა ბიჭებმა ბექა ძაგანიშვილმა(81 კგ.), რომელმაც ვერცხლის მედალი დაიმსახურა და დავით გოდერძიშვილმა ( 66 კგ) იგი ბრინჯაოს მფლობელია.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მცხეთელ მოჭიდავეებს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს შემდგომ ასპარეზობებში. ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018