მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ვაქცინაციის მთავარი მიზანი ჯანმრთელობა და კეთილდღეობაა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სამედიცინო კოვიდ-ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს რეგისტრაცია და შემდგომ აცრა 55 წელს ზევით მოქალაქეების.მოგეხსენებათ, იმისთვის რომ ვაქცინაციას ჰქონდეს შედეგი, აუცილებელია მოსახლეობის 60% აიცრას. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გააკეთოს გაცნობიერებული არჩევანი და მივიღოთ არსებულ სიტუაციაში საუკეთესო შედეგის მომტანი გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ ინფიცირებულების, გართულებების და სიკვდილიანობის კლებას გულისხმობს, ასევე სამედიცინო პერსონალს მეტი დრო ექნება სწორი მართვისთვის, არ მოხდება მათი ინფიცირება, ხელმისაწვდომი იქნება როგორც აღჭურვილობა, ასევე სიმპტომების მართვის მედიკამენტები.სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები შეძლებენ აუდიტორიებში სწავლის გაგრძელებას, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ნაბიჯ-ნაბიჯ შეძლებენ ცხოვრების პრე-პანდემიურ კალაპოტში დაბრუნებას, ამისთვის კი არა მხოლოდ, პირბადის ტარება ხელების ჰიგიენა და ფიზიკური დისტანცია, არამედ ვაქცინაციაც დიდ როლს თამაშობს.
ამდენად, თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, ვიზრუნოთ არამხოლოდ ჩვენს, არამედ ჩვენი შვილების, მშობლების და ასაკოვანი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე.
ვინაიდან ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, გთხოვთ, კიდევ ერთხელ ყველამ ერთად შევიტანოთ ჩვენი წვლილი ახალი კორონავირუსის პანდემიის დასრულებაში. 

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018