სოფელ საგურამოში დასასრულს უახლოვდება სამედიცინო ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ჯი.აი.სი“ ახორციელებს. მისი სახელშეკრულებო თანხა 99 499 ლარია.პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა შენობის გარე ფასადი, ამბულატორიამდე მისასვლელი ბილიკები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვისაც ადაპტირებულია; მოპირკეთდა შიდა ინტერიერი, მოეწყო საპროცედუროები, ექიმებისთვის კაბინეტები, სველი წერტილები და მიმდინარეობს შენობის სხვენის მოწესრიგება სათავსოებისთვის.რეაბილიტაციის შემდეგ სოფელ საგურამოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ამბულატორია მოემსახურება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე იზრუნებს.