მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ ბიწმენდში ახალი სკოლა აშენდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდში ახალი სკოლა აშენდა, შედეგად 100-ზე მეტი მოსწავლე სწავლას ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში გააგრძელებს, სადაც მათთვის ყველა სათანადო პირობაა შექმნილი.ახალი სკოლა მცხეთის მუნიციპალიტეტის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

დასრულებულია სკოლის შიდა ინტერიერის მოწყობა-მოპირკეთება. სკოლას აქვს თანამედროვე გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, სააქტო დარბაზი, ღია სპორტული მოედანი , სადაც მოსწავლეები ფეხბურთისა და კალათბურთის თამაშს შეძლებენ .შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვისაც.
პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული და კომპანია „სპეცმონოლითი“ განახორციელა .

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018