მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა


 ქალაქ  მცხეთაში კოსტავას ქუჩის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით სამშენებლო კომპანია შპს „ხარისხი“ განახორციელა. სკვერში მოეწყო ორი საბავშვო ზონა, დაიგო რეზინის ფილები, მოეწყო ქვიშის მოედანი, ორდონიანი ატრაქციონები, საბავშვო გასართობი ატრაქციონები,საქანელა და აიწონა-დაიწონა.  არსებული სკვერი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. მოსასვენებელ ზონაში მოეწყო სკამები, ურნები, ლამპიონები, მოხდა ძველი ფანჩატურის გამაგრება, მოპირკეთდა და მოეწყო მაგიდა და სკამები. სკვერის შიდა პერიმეტრზე მოხდა ბეტონის დეკორატიული 3 დ ფილების დაგება . დაირგო ღვია, ბურთისებრი წყავი, ფოტინია, ტუია, ვერცხლისფერი ნაძვი, ვერცხლისფერი კიპარისი და სეზონური ქრიზანთემები. სკვერის გარშემო კედლები და ლენტური სარტყელი მოპირკეთდა , ასევე მოხდა მოაჯირის დაზიანებული მხატვრული დეტალებვის აღდგენა, გაწმენდა და შეღებვა, სანიაღვრის და დეკორატიული შადრევანის მოწყობა.

> იხილეთ ვრცლად <

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018