წელს მეთორმეტე კლასელები ბანკეტებისა და ექსკურსიების გარეშე დაამთავრებენ სკოლას. თუმცა, კორონას თაობისთვის დღეს ბოლო ზარი მაინც ემოციურად დაირეკა. წინა წელთან შედარებით მათ შესაძლებლობა მიეცათ ღია სივრცეში შეხვედროდნენ ერთმანეთს და მათთვის მნიშვნელოვანი დღე ეზეიმათ.მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ყველა მეთორმეტე კლასელს სკოლის დასრულებას და წინსვლასა და წარმატებებს უსურვებს მათ.