23 მაისს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს - არჩილ ჩოხელს 50 წელი შეუსრულდებოდა.
მისი ხსოვნის პატივსაცემად, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანში ქუჩას, რომელზეც ცნობილი მოჭიდავე ცხოვრობდა მისი სახელი ეწოდა.
სიმბოლურად, პირველი აბრა არჩილ ჩოხელის ქუჩაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკრეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი კაპანაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ბაქრაძემ, მოადგილემ თამაზ ფოლოდაშვილმა, სამბოს ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა და სხვა სტუმრებმა მიიღეს.
არჩილ ჩოხელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე სამბოში, მოპოვებული აქვს ათი მედალი: ერთი ოქრო, სამი ვერცხილი და ექვსი ბრინჯაო.
ყოველწლიურად, ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით, სოფელ გალავანში ტარდება ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, ხოლო საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით კი თბილისში ‘’არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი’’იმართება.