26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა! დღე, რომელმაც შემოგვინახა წარსული, მოგვიყვანა დღემდე და დღე, რომელიც გვავსებს მომავლის იმედით! 1918 წლის 26 მაისს აღდგა ისტორიული სამართალი, 103 წლის წინ საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. მინდა მოგილოცოთ ჩემი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! გისურვოთ გამთლიანებულ და გაბრწყინებულ სახელმწიფოში ცხოვრება.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე.