მცხეთის მუნიციპალიტეტის ნარეკვავის დასახლებაში შიდა საუბნო გზის მოწყობა მიმდინარეობს , რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მას შპს „ოფენროუდი“ ახორციელებს.
ამჟამად, ნახევარ კილომეტრამდე გზაზე ასფალტის ერთი ფენაა დაგებული, ხოლო გზის მცირე მონაკვეთზე კედლის გასამაგრებლად სამუშაოები მიმდინარეობს . სამუშაოების ღირებულება 140 ათასი ლარია