მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროსტანდარტების შესაბამისი 200 ერთეული სანაგვე ურნა შეიძინა.ურნები მცხეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციებზე ეტაპობრივად გადანაწილდება, რაც მუნიციპალიტეტში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.ადმინისტრაციულ ერთეულებში სანაგვე ურნების დარიგებას მერიის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახური უზრუნველყოფს.