მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წეროვნის რეაბილიტირებული სკვერი

წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში, არსებული საზოგადოებრივი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ,,სოფლის პროგრამის“ ფარგლებში დარჩენილი თანხებით სკვერის ტერიტორიაზე დააგო დეკორატიული ფილები, შემოიღობა და დაიდგა საპარკო სკამები, ურნები. ტერიტორიაზე დაირგო კვიპაროსები. ასევე, მოწესრიგდა სკვერში განათების სისტემა. აღნიშნული სივრცის განახლება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასვენებისა და ეკოლოგიური ფუნქციების გაძლიერებას. სკვერის მოწყობის სამუშაოები შპს ,,საგზაო 333“-მ შეასრულა 28 566 ლარად.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018