მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში ოლიმპიური დღე აღინიშნა

23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიური დღის კვირეულის ფარგლებში, მცხეთაში საჩვენებელი შეჯიბრება გაიმართა მარათონულ გარბენასა და კანოე-კაიაკით ნიჩბოსნობაში.ღონისძიება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციის, მცხეთის მერიისა და ა(ა)იპ გიორგი კაპანაძის სახელობის მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემიის მხარდაჭერით განხორციელდა.მასში მონაწილეობა მცხეთელმა სპორტსმენებმა მიიღეს, რომელთაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა, თამაზ გრძელიშვილმა, ოლიმპიური კომიტეტის სახელით სამახსოვრო სიგელები გადასცა. ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018