მიმდინარე წლის 23 ივნისს, თბილისის სამბოს ცენტრალურ დარბაზში, გაიმართა საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონების სამბოში მაიორ არჩილ ჩოხელისა და კაპიტან სოლომონ წიკლაურის სახელობის ჭაბუკ სამბისტთა მემორიალური ტურნირი რვა წონით კატეგორიაში. ღონისძიება საქართველოს ვეტერან სამბისტთა ეროვნული კავშირის ორგანიზებითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
აღნიშნულ ტურნირზე, მწვრთნელი აბესალომ წიკლაურის ხელმძღვანელობით, წარმატებით იასპარეზეს მცხეთის უმაღლესი დაოსტატების სკოლის სპორტსმენებმა,:
64 კგ. წონით კატეგორიაში ონისე ძაგანიშვილმა პირველი ადგილი დაიკავა,
შოთა მეტრეველმა მეორე, ხილო ლუკა წიკლაურმა მესამე ადგილები.
არჩილ ჩოხელის სახელობის თასი გადაეცა 71 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვებულს, დავით გოდერძიშვილს.
79 კგ. წონით კატეგორიაში კი პირველი ადგილი ბექა ძაგანიშვილმა მოიპოვა.
აღნიშნული ტურნირი ჭაბუკთა შორის, ვეტერანების საქმეთა სახელმიწფო სამსახურის ინიციატივით დაარსდა და წელს პირველად ჩატარდა.
გამარჯვებულებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები და სიგელები, ხოლო ტურნირის გამორჩეულ მოჭიდავეებს_ სპეციალური თასები, სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სოლომონ წიკლაურის ძმამ, ივანე წიკლაურმა, არჩილ ჩოხელის დისშვილმა, რატი მასურაშვილმა და ვეტერანმა სპორტსმენებმა გადასცეს.
პოლიციის მაიორი არჩილ ჩოხელი და კაპიტანი სოლომონ წიკლაური, 2012 წლის 28 აგვისტოს, რუსეთ -საქართველოს საზღვართან, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის (‘’ლაფანყურის სპეცოპერაცია’’) დროს დაიღუპნენ; მათ, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენები მიენიჭათ.