მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სამთავროს მონასტერთან ავტოსადგომის მოწყობა დასასრულს უახლოვდება

 მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერთან არსებული ავტოსადგომის კეთილმოწყობა დასასრულს უახლოვდება. მოხდა დაზიანებული ასფალტის მოხსნა და ახლით შეიცვალა. მოეწყო საფეხმავლო ბილიკების განათება, დაიხაზა საპარკინგე ადგილები. 

პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია ლითონის დგარებზე დეკორატიული ჯაჭვის დამონტაჟება, მთავარი ქუჩიდან ბეტონის ბორდიულებისა და ახალი გზის მოწყობა. 

სამშენებლო სამუშაოებს, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,სუხო“ახორციელებს 181 387 ლარის ხელშეკრულებით.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018