მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ძეგვში ახალი სკვერი მოეწყო

 

  სოფელ ძეგვის შესასვლელში ახალი სკვერის მოწყობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში გაკეთდა კაუჩუკის საფარიანი მოედანი, განთავსდა სავარჯიშო ტრენაჟორები, რომელიც შემოიღობა რკინის ღობით და დაიდგა დასასვენებელი სკამები. ტერიტორიის ნაწილი და ბილიკები მოპირკეთდა ფილებით.

ადგილობრივებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ აღნიშნული სიკეთით, რომელიც ძეგვის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მერის წარმომადგენლის, კობა რთველიაშვილისა და საკრებულოს დეპუტატის, გიორგი კვახაძის ინიციატივით იქნა განხორციელებული. 

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “გამა ტური” ახორციელებდა. სახელშეკრულებლო თანხამ 44 800 ლარი შეადგინა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018