წილკნის დევნილთა დასახლებაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. შეიცვალა საკანალიზაციო სისტემა, რაც დევნილების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა. სამუშაოები არასამთავრობო ორგანიზაციამ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (Action Against Hunger) განახორციელა.
შეხვედრას ორგანიზატორებთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი და მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე მანანა ნარიმანიძე ესწრებოდნენ.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.