მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ მსხალდიდში სპორტული მოედანი მოეწყო

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალდიდში ხელოვნურსაფარიანი  მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა და  შპს „ თეგიკა უნივერსალი“ განახორციელა,  მისი ღირებულება 103931 ლარია . 

თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის, ასევე, კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.

ახალგაზრდებისთვის სპორტული სივრცის შექმნა მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობასა და სპორტის პოპულარიზაციას.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018