მცხეთის მუნიციპალიტეტში მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს
ქალაქ მცხეთაში, მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, ,,წმინდა მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში” საყოველთაო აცრა მიმდინარეობს. კლინიკაში მობილიზებულია ოთხი ამცრელი ჯგუფი და ვაქცინაციის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეებს ოთხ კაბინეტში შეუფერხებლად შეუძლიათ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება.
საყოველთაო აცრის დღეს, კოვიდის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმით“ აიცრნენ - მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მაცაცო ნარიმანიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მათ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდეს.
საყოველთაო აცრის დღეს ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეთა რიგებში, ასევე, დგანან მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სფეროს - მათ შორის სპორტის, კულტურისა და მერიის აიპების წარმომადგენლები.
ამჟამად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სულ 5 ამცრელი პუნქტია. მათ შორის 2 მცხეთაში, 1 დუშეთში, 1 თიანეთში და 1 სტეფანწმინდაში.
#ვაქცინაგვიცავს