სოფელ ერედაში დასრულდა ქვა-ღორღისგან ამოვსებული სანიაღვრე არხების გაწმენდა. აღნიშნული სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სოფლისკენ მიმავალი გზის პირას არსებული არხები ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილი ნიაღვრისაგან იყო ამოვსებული. გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. იგი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.