მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მედიკამენტები „ავერსი-ფარმასგან“

მცხეთის  მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით, ააიპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების'' ორგანიზებით  მცხეთის ა(ა)იპ „უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის“ ბენეფიციარებს შპს „ავერსი-ფარმასგან“ პირველადი საჭიროების მედიკამენტები გადაეცათ.

მედიკამენტების   განაწილება ბენეფიციართათვის კოვიდ უსაფრთხოების ყველა ნორმის  დაცვით   განხორციელდა. მედიკამენტების გადაცემას ადგილზე ესწრებოდნენ: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ნინო ჭიჭინაძე, მერის თანაშემწე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მაკა პეტრენკო.

მცხეთის ა(ა)იპ „უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის“ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქველმოქმედო ფონდ ,,ავერსის'' დამფუძნებელს, ბატონ პაატა კურტანიძეს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018