მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საგურამოს დღის ცენტრი ,,იალონის“ 5 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

საგურამოს დღის ცენტრში ,,იალონი“ 5 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიება გაიმართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ ადმინისტრირებულ საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში „იალონი“ 5 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ გახსნეს.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ.

მოწვეული სტუმრების წინაშე ანგარიშით წარსდგა EDEC-ის ბავშვთა დაცვის პროგრამების მენეჯერი სოფიო კუპატაძე და გასული 5 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ბელა გოგუა და დღის ცენტრის მხარდამჭერი, მეგობარი ორგანიზაციების, მათ შორის სახელმწიფო უწყებების, საელჩოების, ასოციაციების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

დღის ცენტრის ბენეფიციარებმა მოწვეული სტუმრებისთვის, საკუთარი ხელით, ადგილზე დაამზადეს სუვენირები. ღონისძიების ბოლოს კი სტუმრებს ტკბილეულითა და გამაგრილებელი სასმელებით გაუმასპინძლდნენ.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018