მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ელია წინასწარმეტყველი, საქართველო ისრაელი 26 საუკუნე ერთად!

2 აგვისტოს, საგურამოში საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ისრაელის საელჩოს საქართველოში მხარდაჭერით , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს "ღვინის ლაბორატორიის", საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში მყოფი აკრედიტებული დიპლომატიურ კორპუსისთვის საზეიმო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელის ხსნების დღეს მიეძღვნა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რან გიდორმა გახსნა. ბატონმა ელჩმა ქართულ-ებრაულ 26 საუკუნოვან ურთიერთობაზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე.

შეხვედრაზე სამი მოხსენების პრეზენტაცია გაიმართა: „საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორია“, „ქართული ღვინის ისტორია“ და „ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი ურთიერთობები“

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა წამყვანი ქართული ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ წარმოდგენილი საეკლესიო ღვინო დააგემოვნოს, ხმის მიცემის პრინციპით 5 საუკეთესო კომპანია გამოვლინდა.

ღონისძიება ღია სივრცეში, კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით გაიმართა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018