მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ფრეზეთსა და ოძისს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

მცხეთა-მთიანეთის სოფლებს - ოძისსა და ფრეზეთს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

ოძისისა და ფრეზეთისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთის ეროვნული საბჭოს  სხდომაზე  განიხილეს. 

დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 3 აგვისტოს მოაწერა.

აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთის ორივე სოფელი აკმაყოფილებს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოძისში მოსახლეობა 690-850 მეტრზე ცხოვრობს. ამასთან, სოფელი მდებარეობს გამყოფ ხაზთან და აკმაყოფილებს დემოგრაფიულ კრიტერიუმსაც. რაც შეეხება სოფელ ფრეზეთს, ის 900 მეტრ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზეა.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შემდეგ, სოფელ ოძისში მცხოვრები 500-ზე მეტი და სოფელ ფრეზეთში მცხოვრები 700-ზე მეტი მოსახლე მთის კანონით დადგენილი შეღავათებით 2022 წლიდან ისარგებლებს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018