მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ნიჩბისი - დიდგორის გზა

დასრულდა დიდგორის მემორიალური კომპლექსის სარეაბილიტაციო პროექტის ერთი მონაკვეთი - ნიჩბისიდან დიდგორის მემორიალამდე მიმავალი 18 კმ-იანი გზის ასფალტის საფარის დაგება. ამჟამად, აღნიშნული გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შუქამრეკლებისა და გზისპირა დამცავი ბაგირის ბარიერების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დიდიგორის მემორიალური კომპლექსის მთელს ტერიტორიაზე დაგეგმილია მემორიალის ცალკეული ელემენტების: ქანდაკებებისა და ზარების რეაბილიტაცია. ნიჩბისი- დიდიგორი-დიდითონეთის საავტომობილო გზის ყველაზე გამორჩეულ ადგილებში მოეწყობა 3 გადასახედი (მისასვლელი გზების ჩათვლით). ასევე, მოეწყობა ავტოსადგომი და საპირფარეშოები. გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ,,ზედა საყუდარისა“ და ,,ქვედა საყუდარის“ მოწყობა. პროექტის ღირებულება, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, დაახლოებით 2 მლნ ლარია. მისი დასრულების შემდეგ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ დიდგორის ისტორიას, მიიღონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, შეიძინონ ქართული სუვენირები.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018