მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში ვაქცინაციის ახალი ცენტრი გაიხსნა

მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში, ვაქცინაციის ახალი სივრცე გაიხსნა. (მისამართი: მცხეთა, სამხედროს ქუჩა 9). 

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში, ამ ეტაპზე ფაიზერით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ადგილზე შექმნილია ყველა პირობა, რაც მოქალაქეთა უსაფრთხო ვაქცინაციის გარანტია. 

ვაქცინის მისაღებად წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის. 

ვაქცინაციის სივრცე იმუშავებს ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 18:00- მდე, შესვენების გარეშე.

მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მოადგილე მარინა ზურაბიშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე.

ვაქცინაციის ცენტრი მცხეთის სამედიცინო ცენტრის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით გაიხსნა. 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! 

შეგახსენებთ, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფლებში მოქმედებს სოფლის 7 ამცრელი ამბულატორია, უახლოეს მომავალში კი დაემატება სოფლის 4 ამცრელი ამბულატორია.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018