მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, ვაქცინაციის შესახებ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორებთან და მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მხარის პირველმა პირმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციასა და აცრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.შეხვედრა დასრულების შემდეგ მათი უმეტესობა მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ფაიზერის ვაქცინით აიცრა.
საინფორმაციო შეხვედრასა და ვაქცინაციის პროცესს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ასევე, ესწრებოდნენ მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რეგიონის კოორდინატორი ბადრი კუკულაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მაია თელია და შესაბამისი სამსახურის სხვა თანამშრომლები.