მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ციხისძირში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

                                                                                                                                     ✅მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მისასვლელი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

✅პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასფალტო-ბეტონის გზის საფარის დაგება, რკინა-ბეტონის კიუვეტების ჩალაგება, გზის გვერდულის გასწვრივ ლითონის ზღუდარის, დასახლებულ ადგილებში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების და ეზოში შესასვლელებში საგზაო საფარის   მოწყობა.

 ✅სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,აკა“ ახორციელებს.     


                                                                                                                                       

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018