მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წელი გავიდა

ნიუ-იორკის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშემ ქრისტოფერ ანდერსონმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ ქ. მცხეთაში, 11 სექტემბრის სახელობის მემორიალურ ბაღში, მონუმენტი გვირგვინით შეამკეს და ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.„ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ამერიკელ ხალხსა და მთელ კაცობრიობას. 20 წლის წინ ნიუ-იორკში მომხდარმა ტერაქტმა მსოფლიო შეძრა. ეს ამბავი არასდროს დაგვავიწყდება. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ ქალბატონ კელი დეგნანსა და ბატონ ქრისტოფერ ანდერსონს ვუმასპინძლეთ. ჩვენთან ერთად კიდევ ბევრი სტუმარი იყო. ვისაუბრეთ 2001 წლის 11 სექტემბრის შესახებ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი ყველამ ერთად მივაგეთ“, - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან, აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე ქრისტოფერ ანდერსონთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად 11 სექტემბრის სახელობის მემორიალურ ბაღში, ასევე, იმყოფებოდნენ მხარის პირველი პირის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, ა(ა)იპ "ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების" გენერალური დირექტორი გიორგი ატაშვილი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018