მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ძეგვის შიდა გზების მოასფალტება დასრულდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში, რამდენიმე უბანზე, შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულდა. ერთ კილომეტრამდე გზის მონაკვეთი ასფალტის საფარით დაიფარა და ამ უბნის მოსახლეობას კეთილმოწყობილი გზით გადაადგილების საშუალება მიეცათ. დარჩენილი უბნების გზების კეთილმოწყობა 2019 წლისთვის გაგრძელდება.
სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ - შპს ,,კოხტის ძირი"-მ შეასრულა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით.

  

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018