მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ მუხრანის ამბულატორიის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მდებარე ამბულატორიის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები, ცენტრალური გათბობა და საქვაბე, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, ავტოსადგომი, გარე განათება და ლითონის ღობე. დამონტაჟდება სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა და კეთილმოეწყობა ეზო. 

აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მუხრანის ამბულატორია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება მოწყობილი.

სოფელ მუხრანის ამბულატორიაში არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი ხუნდაძესთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი კაპანაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. 

ცნობისათვის, აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 500 000 ლარს აღემატება, ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას კი შპს "ტენდექსი" წარმოადგენს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018