მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ ქსოვრისში ახალი საექიმო ამბულატორია გაიხსნა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში ახალი საექიმო ამბულატორია გაიხსნა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა პირველად სამედიცინო მომსახურებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღებს. 

ამბულატორია პირველადი ჯანდაცვის ცენტრისათვის საჭირო ყველა სამედიცინო ინვენტარითაა აღჭურვილი და 2800-მდე ბენეფიციარს მოემსახურება. 

აღსანიშნავია, რომ ადგილზე, კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს იმუნიზაციაც. აცრის მსურველ მოქალაქეებს ვაქცინაციის ჩატარება  „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ შეუძლიათ. 

ქსოვრისის ამბულატორია მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ალექსანდრე კალანდიასთან, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძესთან და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან ერთად მოინახულა.

ქსოვრისის ამბულატორია, ასევე, მოინახულეს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ,  მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რეგიონის კოორდინატორმა ბადრი კუკულაძემ, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018