მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სკოლებში სწავლა განახლდა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ მოსწავლეებსა და პედაგოგებს სწავლის საკლასო სივრცეში გაგრძელება, ხოლო პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. 

მხარის პირველი პირი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი კაპანაძესთან ერთად, სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდა და წარმატებები უსურვა.  

"ჩვენს მოსწავლეებს მთელი გულით ვულოცავ სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელებას. ეს დღე განსაკუთრებულია პირველკლასელებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ახალ სასწავლო წელს ისინი პირდაპირ სასკოლო სივრცეში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში იწყებენ. 

ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა. მნიშვნელოვანია პირბადის ტარება და დისტანცია. თავის მხრივ კი, განათლების სფეროს წარმომადგენლების მხრიდან  საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში კიდევ უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო. იმედი მაქვს, არსებულ რეკომენდაციებსა თუ რეგულაციებს ყველა მაქსიმალურად გაითვალისწინებს.

მე კი ჩვენს მოსწავლეებსა და პედაგოგებს დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ ვულოცავ და  თითოეულ მათგანს საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელს ვუსურვებ." - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.

მხარის პირველ პირთან ერთად სოფელ პატარა ქანდაში, ასევე,  იმყოფებოდა ბიზნესმენი ვაჟა უსანეთაშვილი. მისი დაფინანსებითა და მხარდაჭერით სკოლას, სადაც დღეისათვის 144 მოსწავლე ირიცხება, 2019 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შედეგად, შენობა და ეზო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018