მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის ამბულატორია ტელემედიცინის აპარატურა - ტელემონიტორით აღიჭურვა.
შედეგად, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოკვლევა, ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის გარდა, ონლაინ საშუალებით სხვა ექიმებთანაც ჩაიტარონ.
კერძოდ, ტელემონიტორით მოსახლეობა თვალის, ყურის, კანის გამოკვლევას, კარდიოგრამის გადაღებასა და სხვა პირველადი სამედიცინო მომსახურების მიღებას ადგილზევე შეძლებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ აპარატურაში ელექტრონული სახით შეინახება თითოეული პაციენტის ისტორია, რომელიც ექიმისთვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იქნება.