ძვირფასო მცხეთელებო!
კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მწუხარება გამოვხატო ტრაგედიის გამო, რომელიც ბათუმში დატრიალდა. სრულიად საქართველო იზიარებს ამ დიდ ტკივილს. მთელი გულითა და გონებით ვდგავართ დაღუპულთა ოჯახების გვერდით და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ.
ყოველი წლის 14 ოქტომბერს, სრულიად საქართველო მცხეთობა - სვეტიცხოვლობას, იგივე კვართის დღესასწაულს ზეიმობს. ზემოთ აღნიშნული ტრაგედიის გამო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, საზეიმო ღონისძიება, რომელიც მცხეთობა-სვეტიცხოვლობის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო, გაუქმდა.
პატივისცემით
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე