მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შენობაში მოქალაქეთა მისაღები გაიხსნა

მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში,საზეიმოდ გაიხსნა თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი მოქალაქეთა მისაღები ბიურო.გახსნას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, პროექტის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორი კრიშტოფ ბეიერი, მერიის თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან ერთად დაესწრნენ.
2021 წელს, პროექტის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება- GIZ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს მოწყობის თაობაზე. პროექტი განხორციელდა GIZ - მიერ გამოყოფილი გრანტით, რომლის საერთო ღირებულება 139 186 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებასა და ნებისმიერი სერვისის გამარტივებული წესით უზრუნველყოფას.
მცხეთის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას - GIZ ინიციატივის მხარდაჭერისთვის.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018