მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


გამართული შიდა კონტროლის სისტემა ეფექტური თვითმმართველობისათვის

3 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) წარმომადგენლებმა პროექტის ,,გამართული შიდა კონტროლის სისტემა ეფექტური თვითმმართველობისათვის’’ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. მცხეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია იმ 8 მერიას შორის, სადაც პილოტურ რეჟიმში ზემოთ აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ადგილობრივ დონეზე მმართველობითი რგოლის მაღალი ჩართულობის მნიშვნელობას, რეფორმის პრაქტიკაში ეფექტურად განსახორციელებლად. სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის კოორდინირებით, USAID პროექტი დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, მცხეთის მერიაში შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის არსებული მდგომარეობის ანალიზი დაიწყო. ასევე, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ტრენინგი სისტემურ აუდიტში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტორის (მოწვეული ექსპერტი) ჩართულობითა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით. მიმდინარე აქტივობები, შიდა კონტროლის ისეთი თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, რომელიც უზრუნველყოფს მერიაში გამართულ, მენეჯერულ ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებულ ფუნქციონირებას, ამასთან საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ, პროდუქტიულ და ეფექტიან გამოყენებას. პროექტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია ერთდღიანი პრაქტიკული სამუშაო შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყველა შიდა აუდიტორთან, პრაქტიკაში არსებული გამოწვევების, საჭიროების იდენტიფიცირებისა და რეფორმის დანერგვის კუთხით. ხოლო, 8 დეკემბერს უშუალოდ მცხეთის შიდა აუდიტის სამსახურთან გაგრძელდება ინსტიტუციური მხარდაჭერა, შიდა აუდიტორული საქმიანობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოების მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ მცხეთის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადეს მზაობა და სრული მხარდაჭერა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის“ რეფორმის განხორციელების პროცესში..     

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018