მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქსანში ვაქცინაციის პუნქტი გაიხსნა

მცხეთის მუნიციპალიტეტში მე-10 ამცრელი დაწესებულება გაიხსნა. ამიერიდან, მოსახლეობა ვაქცინაციის ჩატარებას სოფელ ქსნის ამბულატორიაშიც შეძლებს. ადგილზე იმუნიზაციის პროცესი კვირაში 3 დღის განმავლობაში, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჩინური წარმოების ვაქცინებით „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ მიმდინარეობს.

ქსნის ამბულატორიაში არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე „მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელ, რეგიონის კოორდინატორ ბადრი კუკულაძესთან ერთად გაეცნო. მათ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. 

შეგახსენებთ, რომ სოფელი ქსნის გარდა, ამცრელი დაწესებულებები მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც მოქმედებს. კერძოდ, იმუნიზაციის პროცესი ძეგვის, წილკნის, საგურამოს, ქსოვრისის, მუხრანის, ძველი ქანდის, გალავნის, ნიჩბისისა და წეროვნის ამბულატორიებში მიმდინარეობს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018