მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ციხისძირის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 

დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარის პირველი ფენა, რომელსაც წინ უძღოდა საფუძვლის ქვედა ფენის ქვიშა-ხრეშოვანი მასალით მოწყობა.

უახლოეს ერთი თვის განმავლობაში მოხდება მეორე ფენის დაგება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო გზით შეეძლება.

პროექტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია  გზის გვერდულის გასწვრივ ლითონის ზღუდარის და რკინა-ბეტონის კიუვეტების ჩალაგება, დასახლებულ ადგილებში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების და ეზოში შესასვლელების ასფალტის საფარით მოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით  მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,აკა“ ახორციელებს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018